17 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ნუ არღვევთ შეთანხმებას, ეს მებრძოლი ხალხი,"ბოკერია-ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის - თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი. პოლიტიკური მოძრაობა "კანონი და სამართლის" ლიდერი აცხადებს, რომ უნდა შესრულდეს ის პირობა, რის გამოც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ერთად დგომა უწევთ და ეს ვადამდელი არჩევნებია. გავრცელებულ მიმართვაში თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს აკრიტიკებს:

"გასაბჭოების 100 წლის თავზე საქართველოს ანექსიის - ქვეყნის გადაბარების საშიშროებაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ ! ნუ არღვევთ შეთანხმებას, ჩვენ მხოლოდ ვადამდელის გამო დავდექით ერთად მხოლოდ ამ ერთი მოთხოვნის გამო!
ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი,"ბოკერია-ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა! იმ კითხვას "თაკო აქ რატომ გვეუბნები და მაგიდასთან რატომ არ გვეუბნებიო” მათ ვპასუხობ: ჩემი პასუხი ასეთია: აქაც გეუბნებით პოლიტ კოლეგებო და "იქაც" ოპოზიციის მაგიდასთან, რადგან მე ხალხთან ვარ პასუხისმგებელი პირველ რიგში, მე დავპირდი ხალხს, ჩემს სამეგობროს ფ.ბ- ში, რომ ყველაფრის შესახებ, რაც ხდება ეცოდინებოდათ, ჰოდა ვასრულებ პირობას! კოსაჩოვ-პუტინთან ერთად " გავრილოვებს" ვერ მოვუგებთ!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები