რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 10 მარტს გაიმართება. თარიღი გაერთიანების გამგეობამ დანიშნა. იქამდე კი 400 მორაგბე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ამ ფორმით მხარს უჭერენ ირაკლი აბუსერიძეს, როგორც ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს.
განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება და არ მისცემენ საშუალებას ამ დროისთვის ერთადერთ კანდიდატ სოსო ტყემალაძეს, რომ ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავოს.
"იმ სიაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს მხარდამჭერ, მუნიციპალურ კლუბებზე. ბატონი ჭიჭინაძე, ბატონი კობახიძე, იქ ტრიპოლსკია, არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც პირდაპირ საავადმყოფოში ზეწოლის ქვეშ მოიპოვა მინდობილობა.
რაგბის კლუბები მხარს ვუჭერთ ირაკლი აბუსერიძეს, როგორც ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს და ვემიჯნებით უკანონო გამგეობის მიერ 24 თებერვალს ჩანიშნულ დე ფაქტო არჩევნებს - ეს არის 9 თებერვალს გაკეთებული," - აცხადებს ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი