თბილისი რეწვის ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენას მასპინძლობს - გაზაფხულის პირველ კვირას, ღონისძიება ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ USAID/Zrda-ს მხარდაჭერით სავაჭრო ცენტრ "მერანში" მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან Zrda-ს ბენეფიციარების უნიკალური პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.
ხელნაკეთი ნივთების შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ, ვებ-გვერდიდან: www.ethnodesign.b2c.ge.