24 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
პარიზის მოდის კვირეულზე ქართული ბრენდის "სიტუაციონისტის" ჩვენება გაიმართა

პარიზის მოდის კვირეულზე წელს, უკვე მეორედ, ძირითად განრიგში ქართული ბრენდი "სიტუაციონისტი" ხვდება. კოვიდპანდემიის გამო მოდის სამყაროს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ვირტუალურად იმართება და "სიტუაციონისტმაც" საკუთარი კოლექცია ციფრულ ფორმატში წარადგინა.

ეს არის ფილმი, სადაც ნაჩვენებია არა მხოლოდ სამოსი, არამედ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტები, მთაც და ბარიც, ზღვაც და დათოვლილი სვანეთიც.

ბრენდმა, რომელიც 2015 წელს დაარსდა, მსოფლიო ბაზარზე უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია.

დღის ამბები