22 აპრილი 2021,   18:17
ვრცლად
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთავრობის წარმომადგენლებთან  შესახვედრად  მზადყოფნას გამოთქვამენ.

მათი თქმით, შეხვდებიან მინისტრებს და მათ პოზიციებს გაეცნობიან, თუმცა ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება, უნდა გაუქმდეს ჰესის მშენებლობის ბრაძანება და კომპანია "ენკამ" რიონის ხეობა უნდა დატოვოს.

რიონის ხეობის მცხოვრებლებს მოსალოდნელი შეხვედრის შედეგებზე საუბარი უჭირთ, რადგან ამბობენ, რომ არ იციან, მინისტრები რა შეთავაზებებით ჩავლენ.

"ცოტა ხნის წინ გავეცანით პრემიერის განცხადებას. ჩვენც მზად  ვართ, შევხვდებით, მოვისმენთ მათ შემოთავაზებებს. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რადგან არ ვიცით, რა წინადადები აქვთ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა უცვლელი რჩება, უნდა გაუქმდეს ჰესის მშენებლობის ბრძანება და კომპანია "ენკამ" უნდა დატოვოს ხეობა. დანარჩენზე საუბარს შეხვედრის შემდეგ შევძლებთ,"- აცხადებს კახა ასათიანი.

დღის ამბები