25 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნამახვან ჰესთან" დაკავშირებით ხელისუფლება დიალოგის იმიტაციას ცდილობს

მთავრობის წარმომადგენლები "ნამახვან ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით რიონის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. მათ კითხვებს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები უპასუხებენ.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევს რომ ეს დიალოგის იმიტაციის მცდელობაა.გამოსავალი კი საჯარო განხილვებია. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები უკვე 132-ე დღეა პროტესტს მართავენ და კომპანიას სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.

"ისინი ხსნიან მოლაპარაკებებისთვის სივრცეს  მაგრამ მეორეს მხრივ გაურკვეველი იყო ის მკაცრი ტონი, რომლითაც ისინი ამტკიცებენ რომ ყველა ტიპის საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილია, არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის ფორმალური, ფასადური  შეხვედრა და ვიმედოვნებ, რომ ეს ნამდვილად არის გადადგმული ნაბიჯი იმისთვის,რომ  გაიხსნას მოლაპარაკებების სივრცე," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია

დღის ამბები