17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
სოხუმში ახრა ავიძბა დააკავეს

სოხუმში ახრა ავიძბა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დაკითხვაზე წაიყვანეს. მის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.

დაკავებულის ახლობლები უშიშროების სამსახურის შენობასთან არიან შეკრებილები და მის გათავისუფლებას ელოდებიან. დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია. ავიძბა 2014 წელს დონბასში მეამბოხეებთან ერთად იბრძოდა. მომდევნო წლებში ის ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

2020 წლის ზაფხულში ავიძბა დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მრჩევლად დაინიშნა, ნოემბერში კი მან თანამდებობა დატოვა. მიმდინარე წლის იანვარში ახრა ავიძბაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა გამოაცხადა.

დღის ამბები