19 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
IPRM-ის შეხვედრა 5 თვიანი პაუზის შემდეგ - უკანონო წვრთნების ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მოთხოვნა დააყენა

5 თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა აფეთქებების პარალელურად გაიმართა.

საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებების აშკარა მაგალითის - უკანონო წვრთნების ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე მოთხოვნა დააყენა.

მათ შორის მთავარი და უპირობო გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო, თუმცა, 5 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ისევ უცნობი დარჩა, როდის დაბრუნდებიან გატაცებული მოქალაქეები სახლებში.

5 საათიანი შეხვედრის შემდეგ ერთადერთი პოზიტიური მოლოდინი ახალგორთან დაკავშირებით გაჩნდა. ქართულ მხარეს, შეხვედრის პათოსიდან გამომდინარე, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ახალგორელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში უფრო მარტივად გადმოვლენ.

ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად კარგად ისმოდა რუსული საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილის - აფეთქებების ხმა, კარგად ჩანდა ამავე პოლიტიკის სიმბოლო მავთულხლართებიც.

დღის ამბები