19 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
მკვლელობა კახეთში და 3 გარდაცვლილი - დაკავებული 27 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა

მკვლელობა კახეთში და სამი გარდაცვლილი - ცხედრებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებათ. 27 წლის ახალგაზრდამ მშობლებს და ბებიას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. ეს დანაშაული პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა.

ვერსიებზე საუბარი მეზობლებს უჭირთ. ამბობენ, რომ ოჯახი კონფლიქტური არ იყო და არც მკვლელობამდე გაუგიათ ჩხუბის ხმა.

რაც შეეხება შემთხვევას, გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ის თელავში მალევე დააკავეს.

დაკავებული ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. სავარაუდოდ, დღის ბოლოს მას უკვე ბრალს წარუდგენენ.

დღის ამბები