19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
როცაადამიანს ნაგავს აყრიან სულში ყოველდღიურად, ადამიანები იწამლებიან - ჭყონდიდის მიტროპოლიტი 

დაძაბული საღამოს შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს დილიდან სიმშვიდეა - დაპირისპირებული მხარეები ადგილზე აღარ გამოჩენილან. ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კი, რომლისგანაც მრევლი და სასულიერო პირების ნაწილი ეპარქიის დატოვებას ითხოვს ამ წუთებში აბაშაში იმყოფება და წირვას აღავლენს. ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით.

"მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენმა ტელევიზიამ ბევრი სკანდალი გაავრცელოს, არამედ მთავარი ის არის, რომ ხალხს ასწავლონ - რადგან შენ გაქვს იმის საშუალება, რომ მრავალი ადამიანის სახლში შეხვიდე, ასწავლო სიმართლე, მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული, ეს არის მთავარი.

როცა ნაგავს აყრიან სულში ადამიანს ყოველდღიურად, იმ ნაგვით კვებავენ ადამიანებს, ადამიანები ამ ნაგვით იწამლებიან; როგორც საჭმელს ჭამ გაფუჭებულს, აი ასე გაფუჭებული ინფორმაციით უამრავი ადამიანი არის დაზიანებული დღეს და სწორედ იმის გამოა დაზიანებული, რომ არ ერიდება არავინ ნაგვის გადმოცემას," - აცხადებს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი).

ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით.

შეგახსენებთ, ინციდენტი მარტვილში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ

დღის ამბები