კახეთში ცოლზე ძალადობას 8 თვის ჩვილი შეეწირა. გურჯაანში მამაკაცი ფიზიკურად ქალს მაშინ გაუსწორდა, როდესაც მას ხელში ბავშვი ეჭირა.
ადგილობრივების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 37 წლის მამაკაცმა, მეუღლეს "ფეჩი" ესროლა, რომელიც ჩვილს მოხვდა და მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
"კურიერის" ინფორმაციით, ფაქტს კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი მეუღლეს, 25 წლის ქალს სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებდა, ამ დროს მას ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
მოძალადე დაკავებულია, სიკვდილის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.