09 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
განაჩენის გამოცხადება ხმაურის, გინების და დაპირისპირების ფონზე - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები მსჯავრდებულები არიან

დღეს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. სამ მათგანს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ორი არასრულწლოვანისათვის გამოტანილი განაჩენი კი 16 მარტს გახდება ცნობილი. 

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. განაჩენის მოლოდინში მყოფი პირები აგრესიულები იყვნენ სასამართლო დარბაზშიც. მოგვიანებით, დაპირისპირება უკვე ეზოში გაგრძელდა.

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა მოკლული 19 წლის ახალგაზრდას დედაც.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სასამართლო სამედიცინო დასკვნებით, გიორგი შაქარაშვილს 16 სახის დაზიანება სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები