5 მარტს ოზურგეთში, სუპერმარკეტ "მოდერნის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია. პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობითვე, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 5 მარტს, ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "მოდერნაში" შეიჭრა, მოლარეს ცივი იარაღის მუქარით 135 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.ქ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.