14 სექტემბერი 2026,   11:03
ვრცლად
შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი 15 მარტიდან ძალაში შედის, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო ფიტნეს-დარბაზების ნაწილი ვერ იხსნება

შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი 15 მარტიდან ძალაში შედის - ამჯერად მუშაობის უფლება ეძლევათ ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს.

მიუხედავად ამისა, ამ ტიპის ობიექტების დიდი ნაწილი ფინანსური პრობლემების გამო ფუნქციონირების განახლებას, სავარუდოდ, ვერ შეძლებს.

მათ რიცხვში აღმოჩნდა საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელი  "ოკტოპუსიც".

ფიტნესკლუბების ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბანკებთან დამატებითი სესხების აღებასთან დაკავშირებით და სახელმწიფოსგან საგადასახადო შეღავათების მოლოდინში არიან.

ამ მიმართულებით კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა მცირე სპორტული დარბაზები.

დღის ამბები