19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
თუ დადგინდება, რომ AstraZeneca-ს კონკრეტული სერიული ნომერი გარკვეულ რისკებს წარმოადგენს, მივიღებთ შესაბამის ზომებს - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუკი AstraZeneca-ს კონკრეტული სერიული ნომრით წარმოებული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის გარკვეული რისკების შემცველი იქნება, საქართველო შესაბამის ზომებს მიიღებს.

მინისტრი ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ ლეტალურად დასრულებული შემთხვევების შესახებ საქართველო საქმის კურსშია, თუმცა მისივე განმარტებით, ჯერ არ არის დაზუსტებული, რამ გამოიწვია ეს შედეგი. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოსთვის განკუთვნილი AstraZeneca-ს სერიული ნომერი ვაქცინების ჩატვირთვის შემდეგ გახდება ცნობილი. 

"ჩვენ დაველოდებით პროფესიონალების გადაწყვეტილებებს და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად ამ სერიული ნომრის ქვეშ წარმოებული AstraZeneca-ს ვაქცინები წარმოადგენს გარკვეულ რისკებს, რა თქმა უნდა, საქართველოც მიიღებს შესაბამის ზომებს.

ამ ეტაპისთვის, ჩვენთვის როგორც კი ჩაიტვირთება ვაქცინა, ჩვენთვის გახდება სერიული ნომერიც ცნობილი და ყველა ის უსაფრთხო ზომა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს, იქნება გათვალისწინებული. ეს ყველაფერი არის შეთანხმებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და თითოეული ვაქცინა აღრიცხულია და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, თითოეული ადამიანის ვაქცინაციის მომენტში დავაფიქსიროთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პორტალზე, რათა განხორციელდეს შესაბამისი მონიტორინგი," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები