რუსთავის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა.
ჯილდო მუნიციპალურ სერვისებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის, ჩატ ბოტის შექმნისთვის გამოიყო. საჯარო მოხელე - ჩატ ბოტი, რუსთავის მერიამ 2020 წლის აპრილში აამუშავა, ის მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას სერვისების შესახებ და ინტეგრირებულია "ფეისბუქზე".
"შესაძლებლობა გვქონდა შეგვექმნა მომსახურების სერვისი „სი ბოტის“ დასახელების, რომელიც 24 საათის განმავლობაში მომსახურებას უწევს მოქალაქეებს და ამ სერვისმა შეძლო ის, რომ შეითავსა მუნიციპალური თანამშრომლის ფუნქცია," – აცხადებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
"ათეას" აღმასრულებელი საბჭოს წევრის ნინო ქავთარაძის განცხადებით, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ამ პროგრამას ევროკავშირისა და ლატვიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა ასოციაცისთან პარტნიორობის დაფინანსებით ახორციელებს.