საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტესტირება სპეციალობაში 2026 წლის 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
"მისამართი:საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი (სეუ), თბილისი, წინანდლის ქ. N9 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ).
სტაჟიორობის კანდიდატებს ტესტირების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ეცნობებათ ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.