კრისტიან დანიელსონმა, რომელიც შეხვედრის შემდეგ სასტუმროში ევროკავშირის ელჩთან ერთად დაბრუნდა, "კურიერთან" დამატებითი კომენტარი გააკეთა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის თქმით, საკმაოდ დატვირთული სამდღიანი ვიზიტის დროს გამოიკვეთა, რომ კომპრომისები სირთულესთანაა დაკავშირებული და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პროგრესი იქნება.
"ვიტყოდი, რომ წინ მივდივართ. ვფიქრობ, პოლიტიკური მოთამაშეების პროცესში ჩართვა კარგია. ცხადია, რომ მეტი კომპრომისის საჭიროებაა, ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ და ვიმედოვნებ, შევძლებთ მეტი პროგრესის მიღებას,"- აღნიშნა დანიელსონმა.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა კარლ ჰარცელმაც. შვედი დიპლომატების შეხვედრა დღის ბოლოს ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.