19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ვაქცინაცია საქართველში - ექიმები საზოგადოებას იმუნიზაციისაკენ მოუწოდებენ

უკვე რამდენიმე საათია საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო. იცრებიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები, მძღოლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

ამ დროისთვის, დარეგისტრირებულია და საკუთარი რიგის ნომერი აქვს 2 ათასზე მეტ მედპერსონალს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესი და წლის ბოლომდე უნდა აიცრას ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტი.

იმუნიზაციამ პანდემია უნდა დაასრულოს, განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ვაქცინირებული ექიმები კოლეგებს მასობრივი იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ, ექიმები ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავს კარგად გრძნობენ და აცხადებენ, რომ ვაქცინების მიმართ ნდობა საზოგადოებაში უნდა გამყარდეს. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ერთ-ერთია, რომელიც უკვე აიცრა. ეზუგბაია აცხადებს, რომ ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს.

"ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხსიმგებლობა და ყველა მათგანი აიცრას. მე ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ვინც მაგალითს იძლევა, რომ ვაქცინები გაიკეთონ,"-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ ვაქცინა მავნე არ არის და ყველა უნდა აიცრას.

"მე ახლახანს ჩავიტარე ვაქცინაცია და კარგად ვგრძნობ თავს. უნდა ავიცრათ აუცილებლად, ეს არ არის მავნე,"-აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

დღის ამბები