საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ტიკარაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნა მასობრივ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.
"მეორე და მესამე კვარტალი, ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის მეტად უფრო ეფექტური წარმართვა და მაისის თვიდან ველოდებით, რომ იქნება ფართოდ გაშლილი ქსელი, სადაც ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უფრო ფართოდ ჩაიტარონ ვაქცინაცია,"-