28 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ავტომობილი დაიმტვრა

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ავტომობილი დაიმტვრა.

სავარაუდოდ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთი ავტომობილი გასწრებას ცდილობდა და საპირისპირო ზოლზე მყოფ ავტომობილებს გვერდულად დაეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ დაზარალებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

დღის ამბები