კახეთში არასრულწლოვან გოგოსთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. დანაშაული სამართალდამცველებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მომხდარის გამო გოგონას ძმა ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილობრივები დეტალზე არ საუბრობენ. თუმცა გოგონას მამა ჰყვება, რომ თანასოფლელი მამაკაცის გამო და-ძმას შორის კონფლიქტი ხშირი იყო.
გამოძიება დაზარალებულის ძმას ძალადობაში, 25 წლამდე ახალგაზრდას კი 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირში ადანაშაულებს. ორივე მათგანი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში მოხდა.
"არ ვიცი რა მოხდა, გოგოს ჩვენს გარეშე დაკითხვის უფლება არ ჰქონდათ. ძმისგან სექსუალური შევიწროება არ ყოფილა, ეს მართალი არ არის. ის უფროსია და გოგოს აიძულებდა, რომ ემეცადინა, ესწავლა. ჩემი ვაჟი ახლა თბილისში პოლიციაშია. არ მინახავს, რომ მან ჩემს ქალიშვილზე ფიზიკურად იძალადა, კი ხშირად უყვიროდა, მაგრამ სხვა არ ვიცი, არ მინახავს," - აცხადებს გოგოს მამა.