08 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
რა ხდება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის - ბაიდენი პუტინის აგრესიულ პოლიტიას ღიად უპირისპირდება 

მთელი მსოფლიო აკვირდება რა ხდება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

"რა უნდა ვუპასუხო? ჯანმრთელობას ვუსურვებ" - ეს არის პუტინის პირველი კომენტარი ჯო ბაიდენის სიტყვებზე, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა.

მოსკოვში უკვე გამოიძახეს ელჩი ვაშინგტონიდან, ვაშინგტონში კი ახალი განცხადებები კეთდება. თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, რომ წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ბაიდენი თვლის, რომ რასაც პუტინზე ფიქრობს პირდაპირ უნდა თქვას.

სანქციები კი, რომელიც შესაძლოა რუსეთს ვაშინგტონმა დაუწესოს, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შედეგი იქნება. ამერიკული დაზვერვის განცხადებით, პუტინმა ნებართვა გასცა გავლენის ოპერაციებზე, რომლებსაც არჩევნებზე ჯო ბაიდენი და "დემოკრატიული" პარტია უნდა დაეზიანებინათ და მხარი დონალდ ტრამპისთვის დაეჭირათ.

ამერიკის დაზვერვის მოხსენება უარყვეს კრემლში. პრესმდივანმა პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი არც ახლანდელ და არც წინა არჩევნებში არ ჩარეულა.

დღის ამბები