17 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
"აუცილებლად გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით საუბრობს.

ვენეციის კომისია არ ეთანხმება იმ კანონპროექტის იდეას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა პარტიებს დაფინანსება შეუწყდეთ. ამის წინაპირობად "ქართული ოცნება" განიხილავს პარლამენტის სხდომების დიდი ნაწილის გაცდენას. კანონპროექტის ეს ნაწილი, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, არაპროპორციულია.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტებზე, რომლებზეც ვენეციის კომისიის დასკვნა დაიდო, მუშაობა გაგრძელდება. მან აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობა რეკომენდაციებიდან გამომდინარე გაგრძელდება.

"არ მოხდეს ინსტრუმენტალიზირება კანონის და დღევანდელ სიტუაციაზე მორგება და გამოყენება დღევანდელ რეალობაში ამ პარტიების წინააღმდეგ, ერთი ეს იყო შენიშვნა და მეორე შენიშვნა იყო, ხომ არ არის ზედმეტად მკაცრი პირველივე შემთხვევაში პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა.

სხვადასხვა შესაძლებლობაა, არის შესაძლებლობა, რომ ეს იყოს ეტაპობრივი, ჯერ იყოს, ვთქვათ, ჯარიმა და ა.შ. ვარიანტები არსებობს, მათ შორის თვითონ დასკვნაშივე ამოიკითხავთ ამ ვარიანტებს, რომ მითითებულია, რომ შეიძლება იყოს უფრო მკაცრი სანქციები პარტიების ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, ფინანსური სანქციები უფრო გამკაცრდეს და ა.შ.

ასე რომ, ამ პროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს,"- აცხადებს პაპუაშვილი. 

დღის ამბები