საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს.
გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით შვედეთში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მომავალ შეხვედრას ეროვნული ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით და რამდენიმე დებიუტანტით ხვდება.
შვედეთი-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათსა 45 წუთზე დაიწყება.