19 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
დღეის მონაცემით, ვაქცინაციისთვის 65 წელს ზემოთ ასაკის 371 ადამიანი დარეგისტრირდა

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია. მას შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება, ეს არის -70 გრადუსი, ამიტომ ის მხოლოდ 3 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 6 კლინიკაზე გადანაწილდება. ჩამოსულია 29 250 ათასი დოზა, რაც 14 ათას ადამიანს ყოფნის, რადგან აცრა ორჯერ კეთდება.

დღეს საღამოდან Pfizer-ის ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე. მოქალაქეს ექნება საშუალება არჩევანი თავად გააკეთოს AstraZeneca და Pfizer შორის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, ვისაც თავად არ შეუძლიათ ვაქცინაციის რიგის დაჯავშნა, შეუძლიათ მივიდნენ ვაქცინაციის პროცესში მონაწილე 24 კლინიკაში და იქ  ადგილზე მიეხმარებიან რეგისტრაციის გავლაში:

"პორტალზე დღეს 406 ადამიანი იყო ახალი დაფიქსირებული, აქედან, 65 წელს ზემოთ 371. მინდა მივმართო მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხანდაზმულებს, რომ მხოლოდ პორტალით ნუ შემოიფარგლებიან, მათ ახალგაზრდა ოჯახის წევრებს მინდა ვთხოვო მიეხმარონ დარეგისტრირებაში. გარდა ამისა, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ იმ 24 კლინიკაში მივიდნენ, სადაც არის ვირტუალური კაბინეტები და ადგილზე მიეხმარებიან მათ, ვისაც წინასწარ დაჯავშნა არ შეუძლიათ. იქ დააჯავშნინებენ შესაბამისად და ცოცხალი რიგიც იქნება," - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები