19 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
როცა ვსაუბრობთ გვერდით მოვლენებზე, მოსალოდნელია ინექციის ადგილზე მტკივნეულობა, ტემპერატურული რეაქცია და ზოგადი დაღლილობა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინებს ერთმანეთის მსგავსი გვერდითი რეაქციები აქვს. როგორც "დღის კურიერის" ეთერში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, ალერგიული რეაქციები AstraZenecas-გან განსხვავებით Pfizer-ის ფონზე უფრო ხშირია.

"გვერდითი რეაქციები ძალიან მსგავსია. იყო გარკვეული წინასწარი მონაცემები იმის შესახებ, რომ რეაქციები ალერგიული უფრო ხშირი იყო AstraZenecas-გან განსხვავებით Pfizer-ის ფონზე, თუმცა ამაზეც არის აზრთა სხვადასხვაობა. გარკვეულწილად შესაძლოა უფრო მეტი სიხშირით იყოს Pfizer-ის ფონზე გარკვეული ალერგიული რეაქცია.

დღეს ბატონმა ამირანმაც ამაზე გააკეთა აქცენტი. გარკვეული კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ შესაძლებელია Pfizer-ი არ იყოს რეკომენდებული და ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია.

როდესაც ვსაუბრობთ გვერდით მოვლენებზე, აქ უხშირესად მოსალოდნელია ინექციის ადგილზე ორივე შემთხვევაში მტკივნეულობა, ასევე შესაძლოა იყოს ტემპერატურული რეაქცია და ზოგადი დაღლილობა. სხვა მკვეთრი რეაქციების მოლოდინი ან ერთ, ან მეორე შემთხვევაში, რა თქმა უნდა არ არის, თუმცა თეორიულად შესაძლებელია.

თუ ადამიანმა იცის, რომ მას აქვს ანამნეზში მძიმე ალერგიული რეაქცია, ამის შესახებ აუცილებლად სამედიცინო მუშაკს უნდა უთხრას და მის შეკითხვას მიაქციოს ყურადღება ამასთან დაკავშირებით. ასევე, თუ პირველი აცრის შემდეგ გამოვლინდა ალერგიული რეაქცია, უკვე მეორე აცრა, რა თქმა უნდა იმ ვაქცინით აღარ უნდა მოხდეს და ამაზეც მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები