08 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა Dolce&Gabbana-ს "ინსტაგრამს" ლგბტ თემის პროპაგანდისთვის პროკურატურაში უჩივლა

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა Dolce&Gabbana-ს "ინსტაგრამს" ლგბტ-პროპაგანდისთვის პროკურატურაში უჩივლა. ანატოლი ვიბორნიმ პროკურატურას "ინსტაგრამ" გვერდისთვის წვდომის შეზღუდვისკენ მოუწოდა.

"ეს არის ჩვენი ცხოვრების წესზე, ღირებულებებსა და კულტურაზე რეალური შეტევა. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში თავდაცვა შევინარჩუნოთ.

ჩვენ არ ვდევნით ჰომოსექსუალებს, არ ვდევნით მათ, ჩვენ უბრალოდ ბარიერს ვქმნით, რათა ჩვენი ფასეულობები დავიცვათ ინფორმაციული შეტევისგან," - აცხადებს ანატოლი ვიბორნი.

დღის ამბები