19 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
13 გარდაცვლილი, 529 ინფიცირებული და 326 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 282 789 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 326 ადამიანი პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 273 930-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 13 პირი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3798 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 646 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 14 659, PCR ტესტით 9987.

დადებითობის მაჩვენებელი - დღიური 2,15%, ბოლო 14 დღის - 1,8%, ბოლო 7 დღის - 1,73%.

დღის ამბები