ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა კარავი გუმათის დასახლებაშიც გაშალეს, სადაც მოქალაქეებმა ღამე გაათენეს.
მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება და ჰესის მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.
რიონის ხეობის მოსახლეობა მშენებლობას 163-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებს და აცხადებენ, რომ კომპანია და ხელისუფლება მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავს.