19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
გურიის ცხელი წერტილში, სოფელ შრომაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

გურიის რეგიონში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული ზომები კვლავ იგივე რჩება. რეგიონში ღონისძიებების გამკაცრება, ჯერჯერობით, არ იგეგმება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. აღნიშნულ ლოკაციებზე მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, სკოლები კი ონლაინსწავლებაზეა გადასული.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, რომელიც ამ დრომდე რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი იყო, ბოლო 24 საათში ვირუსის დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გურიის რეგიონში კი დაინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა: ოზურგეთი-4, ლანჩხუთი-11, ჩოხატაური-0. ჯამში, რეგიონში 246 კოვიდდადებითი პაციენტია, თვითიზოლაციაში იმყოფება 507 ადამიანი.

დღის ამბები