ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. გუმათში სამართალდამცველებმა ჯებირები განათავსეს.
პროტესტის მონაწილეების კარავი ორ ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც მოქალაქეები იკრიბებიან.
როგორც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, რა პრინციპით არჩევს პოლიცია იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილების უფლებას აძლევენ.
პროტესტის მონაწილეებს დღეს სოლიდარობა გამოუცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. ის აქციის მონაწილეებს შეხვდა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც ჰესის მშენებლობას მოჰყვება.