ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზად ჩრდილოეთ კორეა СOVID-19-ისგან სპორტსმენების დაცვას ასახელებს.
ამ გადაწყვეტილებამ სამხრეთ კორეის იმედები, რომ ოლიმპიურ თამაშებს ჩრდილოეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს, გადაუწურა.
2018 წელს ორივე მხარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ერთობლივ გუნდში გაწევრიანდა, რამაც ისტორიული სამიტების სერია გამოიწვია.
ფხენიანი აცხადებს, რომ მას ვირუსის გავრცელების შემთხვევები არ გააჩნია, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
ჩრდილოეთ კორეა პირველი დიდი ქვეყანაა, რომელიც 2020 წლის გადადებულ თამაშებს პანდემიის მიზეზით გამოტოვებს. ღონისძიება 23 ივლისს უნდა დაიწყოს.