18 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
ვაქცინაციის არეალი შესაძლოა გაფართოვდეს - გადაწყვეტილებას საბჭო დღეს მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტროში 1 საათში  საბჭოს სხდომა დაიწყება და გაირკვევა, ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.

დღეს საბჭოს წევრები დიდი ალბათობით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაციის არეალი გაფართოვდეს და უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისავდომი კოვიდსაწინააღმდეგო აცრები. ამის საშუალებას ქვეყანაში არსებული მარაგები იძლევა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია კიდევ 8 პაციენტი. ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმდება, იზრდება ყველა მაჩვენებელი, რაც სპეციალისტებს იმის საფუძველს აძლევს, რომ მესამე ტალღა ფაქტობრივად დაწყებულად გამოაცხადონ.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისშია, თუმცა სტატისტიკა იზრდება რეგიონებშიც.

გურიაში აქედან ყველაზე მეტი - 23 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ვირუსზე 12 დადებითი ტესტია ოზურგეთში, ხოლო ჩოხატაურში "კოვიდ-19" ბოლო 24 საათში 5 ადამიანს დაუდასტურდა.

მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, რეგიონში ზომების გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება.

ლანჩხუთის სამ სოფელსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში თერმოსკრინინგი გრძელდება. მოსახლეობას მასობრივი ტესტირებაც უტარდება.

 

 

დღის ამბები