17 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
გადაისინჯება, თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება - პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული

გადაისინჯება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება - დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს განიხილავს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატს უჭირს პროგნოზირება, თუ რა შედეგით დასრულდება საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს მოიცავს. 

გიორგი კონდახაშვილის თქმით, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობისთვის ვადა 17 აპრილამდე აქვს.

"პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, გარდა იმისა, რომ დღეს არის არსებითი სხდომა. მოსამართლე ალბათ გადასინჯავს აღკვეთის ღონისძიების საკითხს. მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული საქმე დიდი ხანია სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია. უბრალოდ სასამართლოს მხრიდან მოხდება იმ გადაწყვეტილების გამჟღანება, რომელსაც მიიღებს საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება," - აღნიშნა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ გირაოს არგადახდის გამო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მისი აყვანა რამდენიმე დღეში ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან მოხდა.

დღის ამბები