02 ივნისი 2024,   20:37
ვრცლად
გადაცმული "თოვლის კაცი" ტურისტების მოსაზიდად - კემეროვოს ყოფილი გუბერნატორის აღიარება 

რუსეთში კემეროვოს ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა არმან ტულეევმა აღიარა, რომ რეგიონში ტურისტების მოსაზიდად იეტების, იგივე თოვლის კაცის ლეგენდის არსებობას და მისდამი ინტერესის გაღვივებას სპეციალურად უწყობდა ხელს. ამ მიზნით თოვლის კაცის ფორმას ადგილობრივ მაცხოვრებლებს აცმევდნენ.

პირს, რომელსაც თოვლის კაცის როლის შესრულება ევალებოდა, სპეციალური ფორმა უნდა ჩაეცვა და ხალხმრავალ ადგილებში უნდა შემოერბინა ყვირილით, ისე, რომ ტურისტებს შეემჩნიათ, თუმცა დაჭერა ვერ მოეხერხებინათ.

იეტი, იგივე თოვლის კაცი ხშირად მოიხსენიება აზიურ ფოლკლორში. ითვლება, რომ მაიმუნის მსგავსი არსება ცხოვრობს ჰიმალაიაში, ციმბირში, შუა და აღმოსავლეთ აზიაში. მისი არსებობის შესახებ არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

დღის ამბები