26 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში დონბასში რუსულმა სამხედრო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ იუწყება უკრაინული მხარე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დონბასში რუსულმა სამხედრო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს.

აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებენ ვაშინგტონში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს, ამას შედეგი მოჰყვება.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარების აქტივობები დაგმეს ეუთოს ქვეყნებმაც. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, დონბასში მიმდინარე წელს 26 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დღის ამბები