ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 290 129 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 422 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 278 251-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3894 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 28 078 , PCR ტესტით - 9446.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური 3,66%, ბოლო 14 დღის 2,46%, ბოლო 7 დღის 2,58%.