ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ვაქცინებთან დაკავშირებით ანგარიშის ჩაბარებას ჯანდაცვის მინისტრი კანონმდებლებისთვის მომავალ კვირას აპირებს.
ეკატერინე ტიკარაძე დეპუტატების წინაშე სამთავრობო საათის ფორმატში წარდგება. გადაწყვეტილება ამის შესახებ პარლამენტის ბიურომ გუშინ მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა მისივე ინიციატივით ხდება.