02 სექტემბერი 2026,   18:33
ვრცლად
ხაიშში პოლიციელის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დანაშაულის ფაქტზე დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს

პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე ხაიშში დაკავებულები დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

კონფლიქტი სამ ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოხდა. შედეგად დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დაკავებულები მათთვის წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ კარანტინის წესების დარღვევას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები