შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, იქამდე კი, მუზეუმის ადმინისტრაცაიმ სამი თვის განმავლობაში სპეციალური გეგმა უნდა შეიმუშავოს, რომლის მიხედვითაც სამუშაოები წარიმართება. გადაწყვეტილება დღეს მუზეუმის ადმინისტრაციასა და კულტურის მინისტრის შეხვედრაზე მიიღეს.
"დღეს იწყება ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესი და წარმოდგენილი იქნება ჯგუფი თქვენს წინაშე, რომელსაც მიეცემა დავალება, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში დადოს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს. ვიცით, რომ აქ 140 000-მდე ექსპონატი იყო დაცული, ისიც ვიცით, რომ ნაწილი ამ ექსპონატებისა კვლავ აქ არის, მაგრამ გამოფენილი ამ შენობაში, ყოველ შემთხვევაში, არ არის," - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.