19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკას 190 000 ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკას 190 000 ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა ახალი პროექტის "Tied Financial Donation"-ის ფარგლებში გადასცა.

პროექტის ფარგლებში, რუხის კლინიკაში ასევე ჩატარდება ტრენინგები საავადმყოფოს პერსონალისთვის.

სამედიცინო აპარატურის გადაცემის ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიკაელა მარკსოვა-ტომინოვა, ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრე მიკისკა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში დღესვე დაათვალიერებს ზუგდიდის სკრინინგცენტრს.

პროექტი "Tied Financial Donation" ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც ხორციელდება.

დღის ამბები