02 სექტემბერი 2026,   12:03
ვრცლად
სტიქია ლენტეხში - უხვმა ნალექმა ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ჩოლურ-ლაშხეთის საზღვარზე მდინარე ხეშკურა ადიდდა, მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო, რის გამოც აღნიშნულ ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, პრობლემების მოსაგვარებლად ადგილზე იმყოფებიან  მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილები - გიორგი მაქარაშვილი და ლაშა ჭიჭინაძე.

ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და ამ წუთებში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები.

დღის ამბები