რა ანალიზები უნდა გაიკეთოს ადამიანმა, თუკი ის გადაწყვეტს რომ ვაქცინაცია ჩაიტაროს - ამაზე ექიმმა-თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხდა, რომ თუკი რომელიმე ქრონიკული დაავადება ვაქცინაციის ჩატარების დროს გამწვავებული არ არის, ასეთ დროს არ წარმოადგენს საჭიროებას ანალიზები.
"თუკი ადამიანი ასაკოვანია და აქვს ერთი ან ორი თანმხლები დაავადება და მათი გამწვავება ვაქცინაციის დროს სახეზე არ არის, ასეთ დროს არ წარმოადგენს საჭიროებას ანალიზები და ზედმეტი ხარჯები. მაგრამ, თუკი რომელიმე ქრონიკული დაავადება გამწვავებულია, ასეთ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ დაავადების ჩაცხრომა მოხდეს და ამის შემდგომ ჩაიტაროს ვაქცინაცია,"- განაცხდა ექიმმა-თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა.