19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
კელი დეგნანი მარნეულში აშშ-ის კუთხის გახსნას დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მარნეულში აშშ-ს კუთხის გახსნას დაესწრო.

მისი თქმით, დღევანდელი დღე წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობის დემონსტრირებას

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში და ვესწრები ამერიკული კუთხის გახსნას. ეს უკვე მეცხრე ამერიკული კუთხეა, რაც საქართველოში გავხსენით. დღევანდელი დღე წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობის დემონსტრირებას. მოხარული ვარ, რომ მარნეულმა გამოყო 
ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ისწავლონ, გაცვალონ მოსაზრებები და სხვადსხვა პროცესში ჩართულები იყვნენ. იმედი გვაქვს, რომ ხალხი აქ მოვა და ისწავლის ამერიკის კულტურას. ამერიკის კულტურა მრავალფეროვანია და სწორედ ეს გვაძლიერებს,"-განაცხადა კელი დეგნანმა. 

დღის ამბები