02 სექტემბერი 2026,   17:41
ვრცლად
მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით, დამატებითი ღონისძიების გატარებაზე საბჭო ორშაბათს იმსჯელებს - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭო ლოკალურ დონეზე დამატებითი ღონისძიებების დაწესებაზე იმსჯელებს.

მინისტრის თქმით, სავარაუდოდ არ გახდება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება.

"საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როდესაც ჩვენ მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით.

რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს ორშაბათს.

ეკლესიის მხარდაჭერა, ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ და, აქედან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები