19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
დიდი ტყუილი და სახელმწიფოსთვის საშიში დემაგოგია - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს მიმართავს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "ღამის კურიერის" ეთერით ანესთეზიოლოგსა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელს ვახტანგ კალოიანს მიმართავს. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ვახნტანგ კალოიანი ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაც თენგიზ ცერცვაძის თქმით, სახელმწიფოსთვის საშიში დემაგოგიაა.

"მე არ შემიძლია, რომ არ გამოვთქვა მკაცრი საყვედური ბატონ ვახტანგ კალოიანის მიმართ, მისი ერთ-ერთი გამონათქვამის მიმართ. ის ხშირად გამოთქვამს საყვედურებს და ნეგატიურ პოზიციას იმაზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ ემზადება კოვიდპანდემიისთვის საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო სამსახური, მაგრამ ეს მისი ნებაა, მისი პოზიციაა, ამაზე ჩვენ არ ვედავებით.

ვედავები ერთ გამონათქვამზე: მან სიტყვასიტყვით თქვა, რომ საქართველოში არ არსებობს ვაქცინაციის სისტემა და ასევე, სიტყვასიტყვით თქვა, რომ მსურველები საკმარისზე მეტია და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ ვაქცინაციას.

ბატონო ვახტანგ, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ასეთი განცხადებები კატეგორიულად არ შეიძლება, სიმართლეც რომ იყოს - მაინც არ შეიძლება ამ განცხადების გაკეთება და მითუმეტეს, რომ ეს არის დიდი ტყუილი. ეს არის დემაგოგია, მაგრამ ეს არ არის უწყინარი დემაგოგია, ეს არის სახელმწიფოსთვის საშიში დემაგოგია, რამეთუ, შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არის ვაქცინაცია," - განაცხადა "ღამის კურიერის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

ვახტანგ კალოიანის განცხადება, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ვაქციანაციას 

დღის ამბები