19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
პანკისის ხეობაში რიონის მცველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

პანკისი ხეობაში რიონის მცველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში იმ ადგილის მიმდებარედ შეიკრიბნენ, სადაც რამდენიმე წლის წინ, ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები და დაუყოვნებლივ შეწყდეს ნამახვანჰესის სამუშაოები, რადგან აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობა საფრთხის წინაშეა.​

პანკისელებმა ასევე განაცხადეს, რომ ძალოვანი უწყებები ისევ გააქტიურდნენ ხეობაში და ცდილობენ, მოსახლეობის დათანხმებას ხადორის ჰესის მშენებლობაზე. 

დღევანდელ რიონის მცველების მხარდასაჭერ აქციაზე, 10-მდე ადამიანი იყო მისული, რაზეც ორგანიზატორმა განაცხადა რომ ხალხი დააშინეს. 

ადგილზე შეიმჩნეოდა სამართალდამცველების სიმრავლეც.

დღის ამბები