25 ივლისი 2021,   06:32
ვრცლად
ყუმბარა, რომლის განსანაღმავადაც პოლიცია გამოიძახეს სექს-სათამაშო აღმოჩნდა

გერმანიაში პოლიცია სექს-სათამაშოს გაუვნებელყოფისთვის გამოიძახეს, რომელსაც ყუმბარის ფორმა ჰქონდა. ამის შესახებ  Associated Press-ი წერს.

ჩანთა, რომელშიც ნივთი იდო, ქალაქ პასაუს მაცხოვრებელმა ტყეში აღმოაჩინა. მას შეეშინდა, რომ ეს, შესაძლოა, ყუმბარა ყოფილიყო და გამნაღმველები გამოიძახა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სექს-სათამაშო იყო. ჩანთაში, ასევე, აღმოჩნდა ლუბრიკანტი და პრეზერვატივები.

"ჩვენ გადავამოწმეთ, იყიდებოდა თუ არა მსგავსი რამ ინტერნეტში და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად არსებობს ყუმბარის ფორმის სექს-სათამაშოები," - განაცხადა ერთ-ერთმა გამნაღმველმა.

გერმანიაში საბრძოლო მასალის, ან იარაღის აღმოჩენა ხშირად ხდება და ის, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის დროიდანაა შემორჩენილი.

სექს-სათამაშოდ ნამდვილი ჭურვის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა 2018 წლის მარტში,  შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პერუს მაცხოვრებელი საკუთარი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, როგორც აღმოჩნდა წყვილმა გადაწყვიტა, ჭურვი, რომელსაც სახლში დეკორაციად იყენებდნენ სექს სათამაშოს ფუნქციით გამოეყენებინათ, რამაც ქალის სიკვდილი გამოიწვია.

დღის ამბები