17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
პარლამენტში ინიცირებული ორი პროექტი - როგორი ამნისტიით გამოვა ნიკა მელია ციხიდან

ოპოზიციამ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის საკუთარი კანონპროექტი დღეს დაარეგისტრირა. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამართლებრივი პასუხისმგებლობა პოლიციელებს დაზარალებულის თანხმობის გარეშე ვერ მოეხსნებათ.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილის აზრით, 20 ივნისის საქმის სრულმასშტაბიანი ამნისტირება კომპრომისული შეთანხმების პირობა არ ყოფილა.

ამნისტიის კანონპროექტის პირველი ვერსია, რომელიც მმართველ გუნდს ეკუთვნის, პარლამენტში უკვე დაინიცირებულია. მათი პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება ყველას, როგორც აქციის მონაწილეებს, ისე სამართალდამცველებს, თუმცა ერთი გამონაკლისით, კანონი ვერ შეეხება იმ პირებს, ვისაც ბრალი საერთაშორისო კონვენციის მუხლით დაუმტკიცდება.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებასთან ერთად, 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით გამოდის "ლელო". პარტიის ლიდერის თქმით, ამნისტირებული მუხლების განსაზღვრა კომისიის დასკვნაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

დღის ამბები